• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა მდგომარეობაა ლიგა 3-ის ცხრილში 19 ტურის შემდეგ?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რა მდგომარეობაა ლიგა 3-ის ცხრილში 19 ტურის შემდეგ?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ლიგა 3-ში მე-19 ტურის მატჩები დასრულდა.


დაუმარცხებელ სვლას აგრძელებს ლიდერი თბილისი 2025, რომელმაც ერთ-ერთ აუტსაიდერ ივერია ხაშურს შინ 5:0 მოუგო. გურამ ლუკავამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი თემურ გაბუნიასა და სოსო გიკაშვილის ანგარიშზეა.


ლიგა 3-ის ეგიდით, ვახტანგ თურმანიძის გაწვრთნილმა თბილისელებმა ბოლო მარცხი გასული წლის 28 ნოემბერს, კოლხეთი ხობთან იწვნიეს, მას შემდეგ კი 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ - 15 მოგება, 5 ფრე.


ლიდერთან 5-ქულიან დისტანციას ინარჩუნებს გურია ლანჩხუთი - ბეთლემი ქედას სტუმტად ასევე 5:0 აჯობეს. დათა სიჭინავამ დუბლი მიითვალა, დავით მაისაშვილმა, ვანო წილოსანმა და კახა კახაბრიშვილმა კი თითოჯერ გაიტანეს.


ტურის მთავარი მატჩი გაიმართა ქობულეთში, სადაც მესამე-მეოთხე ადგილზე მყოფი კონკურენტები - გონიო და იბერია 1999 2 დაუპირისპირდნენ და 2:2 ითამაშეს.


1. თბილისი 2025 (თბილისი) - 47 ქულა;

2. გურია (ლანჩხუთი) - 42 ქულა;

3. იბერია 1999 2 (თბილისი) - 36 ქულა;

4. გონიო (გონიო) - 35 ქულა;

5. ორბი (თბილისი) - 33 ქულა;

6. დიდუბე (თბილისი) - 32 ქულა;

7. მერანი (თბილისი) - 32 ქულა;

8. დინამო თბილისი 2 (თბილისი) - 28 ქულა.


საინტერესო ამბებია ბომბარდირთა დავაში - გურამ ლუკავამ (თბილისი 2025) 16 შედეგიანი დარტყმა მოაგროვა და დათა სიჭინავას (გურია ლანჩხუთი) 1 გოლით გადაასწრო, თორნიკე კერესელიძის (ორბი) ანგარიშზე კი 14 გოლია.


მე-20 ტურის მთავარი შეხვედრა 3 სექტემბერს, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძეზეა - გურია ერთ-ერთ კონკურენტ გონიოს მასპინძლობს.


ცნობისთვის, ეროვნული ლიგა 2-ში პირდაპირ საუკეთესო 2 გუნდი გადავა, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილზე გასულები ზედა დივიზიონის მეშვიდე-მერვე ადგილზე გასულ გუნდებთან ორრაუნდიან პლეი-ოფს ითამაშებენ და საგზურის მოპოვებას ამ გზით შეეცდებიან.


ფოტო: გურია ლანჩხუთი

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

გურია ლანჩხუთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ შეწყვიტეს ბოლქვაძის გადამწყვეტი მატჩი და როდის განახლდება?

•ქართული

ქართული

რატომ შეწყვიტეს ბოლქვაძის გადამწყვეტი მატჩი და როდის განახლდება?
•ქართული

ქართული

ცნობილია მიზეზი, რატომაც ანდორას კლუბი იბერიაზე მაღალ კალათშია განთესილი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცნობილია მიზეზი, რატომაც ანდორას კლუბი იბერიაზე მაღალ კალათშია განთესილი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ყველაფერი გაირკვა - ითამაშებს თუ არა ქართველი წლევანდელ US Open-ზე?

•ქართული

ქართული

ყველაფერი გაირკვა - ითამაშებს თუ არა ქართველი წლევანდელ US Open-ზე?
•ქართული

ქართული

ეს პირველად მოხდა - რატომ არის ლიპარტელიანის ოქრო განსაკუთრებული?

•ქართული

ქართული

ეს პირველად მოხდა - რატომ არის ლიპარტელიანის ოქრო განსაკუთრებული?
•ქართული

ქართული

News image

28 აგვ, 2026

რატომ შეწყვიტეს ბოლქვაძის გადამწყვეტი მატჩი და როდის განახლდება?

News image

28 აგვ, 2026

ცნობილია მიზეზი, რატომაც ანდორას კლუბი იბერიაზე მაღალ კალათშია განთესილი

News image

28 აგვ, 2026

ყველაფერი გაირკვა - ითამაშებს თუ არა ქართველი წლევანდელ US Open-ზე?

News image

11 სთ წინ

ეს პირველად მოხდა - რატომ არის ლიპარტელიანის ოქრო განსაკუთრებული?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება