მარიამ ბოლქვაძემ US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა.
შესარჩევის პირველ და მეორე წრეში რუს მეტოქეებს ორ-ორ სეტში აჯობა, ძირითად ბადეში გასასვლელად გადამწყვეტ მატჩში კი ნიდერლანდელ ანუკ კოვერმანსს ხვდებოდა.
თამაში გუშინ დაიწყო, თუმცა წვიმის გამო რამდენჯერმე შეწყდა და დღეს დასრულდა. კოვერმანსმა ორ სეტში გაიმარჯვა და მთავარი ეტაპის საგზური მოიპოვა - 6:3; 7:6.
ასე რომ, ნიკა ბასილაშვილისა და ეკო გორგოძის შემდეგ, ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში თამაშის შანსი ბოლქვაძემაც გაუშვა ხელიდან, რაც ნიშნავს, რომ წლევანდელი ტურნირი ქართველი ჩოგბურთელის გარეშე ჩაივლის.
გორგოძე US Open-ზე - რა მოხდა საკვალიფიკაციოს ფინალურ შეხვედრაში?