საქართველოს ძალოსნობის ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული შედეგი აჩვენა.
ჩვენმა გუნდმა, ყველა ასაკობრივი კატეგორიისა და დისციპლინის გათვალისწინებით, ტურნირზე 35 მედალი მოიპოვა - 14 ოქრო, 14 ვერცხლი, 7 ბრინჯაო.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო.
15-წლამდელებმა 5 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლეს, 17-წლამდელებმა 9 ოქროს, 7 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგეს, ხოლო გოგონებმა - 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის.