სამხრეთ კორეაში გამართულ მძლეოსნობის ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ლერი ჩიტაიშვილმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
M50 კატეგორიის უროს ტყორცნის დისციპლინაში, ჩიტაიშვილმა მეორე შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედლის მოგებასთან ერთად, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წოდებაც დაიმსახურა.
ლერი ჩიტაიშვილი პირველი ქართველი მძლეოსანია, რომელმაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.