დღეს კონფერენს ლიგის 2026-27 წლების სეზონის ლიგის ფაზის წილისყრაა და იბერია 1999-ის მეტოქეები გაირკვევა.
ქართველ გულშემატკივარში გაჩნდა კითხვა, თუ რატომ არის ანდორას წარმომადგენელი კლუბი ინტერ დე ესკალდესი უფრო მაღალ კალათში განთესილი, ვიდრე იბერია.
იბერიელები მე-6 კალათში ამ გუნდებთან ერთად არიან - თუნი (შვეიცარია); ცსკა სოფია (ბულგარეთი); კაუნო ჟალგირისი (ლიეტუვა); მიალბი (შვედეთი); ეგნატია (ალბანეთი). რაც შეეხება ინტერ დე ესკალდესს, ის მე-5 კალათშია.
საქმე ისაა, რომ კალათებში განთესვა ხდება უეფა-ს საერთო საკლუბო რეიტინგის მიხედვით, რომელიც ევროტურნირებზე ბოლო 5 სეზონის განმავლობაში უშუალოდ ამ კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგებით დგება.
რეიტინგის შედეგებით, ინტერ დე ესკალდესს ბოლო 5 სეზონის განმავლობაში 6.5 ქულა აქვს გამომუშავებული, ხოლო იბერიას - 5.0.
საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი უეფა-ს საერთო საკლუბო რეიტინგში 415 გუნდში 287-ე პოზიციაზეა.
ინტერ დე ესკალდესი ანდორული ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბია, რომელმაც რომელიმე ევროტურნირის მთავარ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
რომელ გუნდებს შეიძლება შეხვდეს იბერია ლიგის ფაზაში?
რა თანხას მიიღებს იბერია უეფა-სგან კონფერენს ლიგაზე გასვლისთვის?