მარიამ ბოლქვაძე US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიდერლანდელ ანუკ კოვერმანსს ხვდება.
მატჩში 21 გეიმი უკვე ნათამაშებია - კოვერმანსმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორეში კი ტაიბრეიკზე ანგარიში 3:3-ია, რა დროსაც ორგანიზატორებმა წვიმის გამო შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, მატჩი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათიდან განახლდება.
თუ ამინდის პროგნოზს გავითვალისწინებთ, ნიუ იორკში (კერძოდ ფლეშინგ მედოუსის მიმდებარედ) აღნიშნული დროისთვის ოდნავ ღრუბლიანი, თუმცა სტაბილური ამინდია დაანონსებული, მომდევნო საათებში კი წვიმის ალბათობა 6-დან 22%-მდეა, შესაბამისად, თამაშის კიდევ ერთხელ შეწყვეტის შანსი მცირეა.
მარიამ ბოლქვაძემ US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუს მეტოქეებს ერთმანეთის მიყოლებით სეტწაუგებლად მოუგო - ჯერ ერიკა ანდრეევა დაამარცხა, შემდეგ კი ალევტინა იბრაგიმოვას აჯობა.
თუკი კოვერმანსთან შეხვედრას შემოატრიალებს და მოიგებს, დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში მესამედ ითამაშებს.
გორგოძე US Open-ზე - რა მოხდა საკვალიფიკაციოს გადამწყვეტ მატჩში?