ქართული შოუ ბატისტუტასა და რუი კოშტას თვალწინ - რა შეფასებები მიიღო კვერნაძემ?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი კვერნაძემ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ამჯერად სერია A-ში ჩაატარა კარგი მატჩი.
იტალიის ელიტარული დივიზიონის მე-2 ტურში, ფროზინონე ფიორენტინას ესტუმრა და 3:0 გაანადგურა. პირველი გოლისას კი, ლამაზი დრიბლინგის შემდეგ, საგოლე პასი ქართველი მარცხენა გარემარბის ანგარიშზეა.
გიორგიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა - ბურთს 47-ჯერ შეეხო, კარისკენ ორჯერ დაარტყა, 13-დან 8 დრიბლინგი წარმატებულად შეასრულა, 2 საკვანძო პასი გააკეთა, 18-დან 17 პასი ზუსტი ჰქონდა, 22-დან 11 ორთაბრძოლა მოიგო, თავის გუნდს ბურთი 8-ჯერ დაუბრუნა.
იუვენტუსთან პირველი ტურის შეხვედრის მსგავსად, სერია A-ს მიერ გამოვლენილ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის 4 ნომინანტს შორის მოხვდა (საბოლოოდ, MVP დუბლის შემსრულებელი, ანტონიო რაიმონდო გახდა).
შეფასების მხრივ, ორივე გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და Sofascore-მა 7.6 დაუწერა, Flashscore-მა - 8.0, ხოლო Whoscored-მა - 8.4.
ეს ყველაფერი მოხდა ფიორენტინას 100 წლის იუბილეზე, როცა თამაშს იების ლეგენდები ესწრებოდნენ - გაბრიელ ბატისტუტა, მანუელ რუი კოშტა, ფრანჩესკო, ტოლდო, ჯანკარლო ანტონიონი, სებასტიან ფრეი...
ახალი სეზონის 3 მატჩის ჯამში კვერნაძეს 4 საგოლე მოქმედება აქვს - 2 გოლი, 2 ასისტი.
ფროზინონელებმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს და 6 სექტემბერს, ვენეციასთან საშინაო თამაშისთვის მოემზადებიან.