საქართველოს სახელით მოასპარეზე ნიჩბოსანი, სერჰი იემელიანოვი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ კანოე სპრინტსა და პარაკანოეში გამართული სერიისას, იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39.82 წამში დაფარა, 700-ზე მეტ მონაწილეში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
სერჰი იემელიანოვი მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონია - 2017; 2018; 2019 და 2021 წლებში ოქროს მედალი უკრაინის სახელით მოიგო, ხოლო 2025 და 2026 წლებში - საქართველოს სახელით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ უკრაინელ-ქართველმა სპორტსმენმა ივნისში ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი. სულ ევროპის 3-გზის ჩემპიონია (2017; 2025; 2026).
ცალკე აღსანიშნავია მისი ორი პარალიმპიური ოქროს მედალი - 2016 წელს რიოსა და 2020 წელს ტოკიოს პარალიმპიადებზე.