ლევანტესთან გუშინდელ მატჩში, სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ მადრიდის რეალის ფეხბურთელებს დაუსტვინა.
VIDEO: გამაყრუებელი სტვენა ბერნაბეუზე — ფანებმა საკუთარ ფეხბურთელებს დაუსტვინეს
COPE-ს ინფორმაციით, რეალის ფეხბურთელები ქომაგების რეაქციით ძალიან დამწუხრებულები და შოკირებულები დარჩნენ და ასეთ სტვენას ნამდვილად არ ელოდნენ.
გასახდელიდან გამოსული გზავნილი გულშემატკივრების მიმართ კი ასეთია:
„თუ მხოლოდ მაშინ გვიკრავთ ტაშს, როცა ვიგებთ და მარცხის დროს ქრებით, ესეიგი ჩვენიანი არც არასდროს ყოფილხარ."