კილიან მბაპემ პროფესიონალურ კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით ტიერი ანრის გადაასწრო.
რეალის თავდამსხმელმა ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში ლევანტეს წინააღმდეგ (2:0) თავი გამოიჩინა, რაც მისთვის პროფესიონალურ კარიერაში გატანილი 412-ე გოლი გახდა.
ამ მაჩვენებლით მბაპეს უკვე ერთი გოლით მეტი აქვს, ვიდრე ანრის მთელ კარიერაში (411).
ფრანგ ფეხბურთელებს შორის მასზე მეტი მხოლოდ კარიმ ბენზემას აქვს გატანილი. ალ-იტიჰადის თავდამსხმელის ანგარიშზე 513 შედეგიანი დარტყმაა.
256 გოლი მბაპემ პსჟ-ში გაიტანა, 74 რეალში, 27 მონაკოში და 55 საფრანგეთის ნაკრებში.