საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა კვლავაც რასიზმის სამიზნეა.
ესპანეთთან ნახევარფინალური მატჩის წინ საფრანგეთის მისამართით კიდევ ერთხელ გაისმა ქსენოფობიური განცხადებები. ამჯერად მათი ავტორი ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი იყო.
ამის გამო ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის ორმა ფეხბურთელმა მისი განცხადებები დაგმო და მის პოზიციას გაემიჯნა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, ბორხა იგლესიასი იყო.
ეს მაოცებს და გულს მტკენს. მესმის, რომ მას შესაძლოა ცუდი განზრახვა არ ჰქონოდა, მაგრამ ასეთი ტიპის კომენტარების მიმართ მეტი ყურადღება გვმართებს.
მულტიკულტურობა უპირატესობაა. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და სწორედ ეს გვამდიდრებს“, - განაცხადა მან DAZN-თან ინტერვიუში.
ამ საკითხზე პაუ კუბარსიმაც ისაუბრა Radio RAC 1-თან.
„ამ საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თუ ისინი საფრანგეთის ნაკრებში თამაშობენ, ესე იგი ფრანგები არიან, მათი კანის ფერის მიუხედავად“, - აღნიშნა მან.
ესპანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა სვეტი, რომელშიც განაცხადა, რომ საფრანგეთს „ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში არცერთი ფრანგი ფეხბურთელი არ ჰყავს“.
ამ განცხადების გამო ის ესპანეთის მოქმედი პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც დაგმეს.