2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურის ეგიდით, საქართველოს ნაკრები გასვლით შეხვედრას ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ატარებს.
გუნდები მატჩს ასეთი შემადგენლობებით იწყებენ:
ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - პედრო პორო, ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურეია - სუბიმენდი, მერინო, პედრი - იერემი პინო, ფერან ტორესი, ოიარსაბალი.
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კაკაბაძე, კაშია, გოგლიჩიძე - გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დვალი - კიტეიშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.
მატჩს იმსაჯებს ლიეტუველი მანფრედას ლუკიანჩუკასი, რომელსაც VAR-ის ჯიხურიდან პორტუგალიელი ტიაგუ მარტინში დაეხმარება.
ესპანეთი და საქართველო ელჩეში, მანუელ მარტინესის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.