ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ფორმატი დამტკიცდა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ფორმატი დამტკიცდა

21 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპა ლიგის ფინალის წინ, ქალაქ ბილბაოში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.


ევრო 2028 დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის 9 ქალაქში გაიმართება, ტურნირში მონაწილეობას კი 24 გუნდი მიიღებს.


საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ჯგუფი იქნება 4 ან 5 გუნდით. მასპინძლები ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი ასევე მიიღებენ მონაწილეობას შესარჩევში, ოღონდ ყველა მათგანი სხვადასხვა ჯგუფში განაწილდება.


ჯგუფების 12 გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი (20 გუნდი) ევრო 2028-ის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავა.


2 ადგილი საუკეთესო შედეგის მქონე 2 მასპინძელი გუნდისთვის შეინახება, რომელიც ჯგუფის გამარჯვებული ან საუკეთესო მეორეადგილოსანი არ იქნება (20 გუნდში).


დარჩენილი 2 საგზური კი პლეიოფში გათამაშდება, რომელშიც მონაწილეობას შესარჩევის დანარჩენი მეორეადგილოსნები და 2026-27 სეზონის ერთა ლიგის საუკეთესო გუნდები (შესარჩევით ვერგასულები) მიიღებენ.


პლეიოფისთვის 3 სცენარია გათვალისწინებულია, რაც იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი მასპინძელი გავა ფინალურ ეტაპზე,


თუ ორივე შენახულ ადგილს მასპინძლები მიიღებენ, მაშინ 8 გუნდი 2 ბადეში განაწილდება და 1/2 ფინალური და ფინალური მატჩების მეშვეობით მათ შორის 2 საუკეთესო გამოვლინდება.


თუ მასპინძლებზე მხოლოდ 1 შენახული ადგილი განაწილდა, მაშინ 12 გუნდი 3 ბადეში განაწილდება და პლეიოფის პრინციპით 3 საუკეთესო გუნდი გაირკვევა.


თუ მასპინძლებზე შენახული ადგილები არ განაწილდა, მაშინ 8 გუნდი სახლი-გასვლა პრინციპით გაარკვევენ 4 საუკეთესო გუნდის ვინაობას.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ფოტო: ლიონმა ახალი ფორმა წარადგინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტო: ლიონმა ახალი ფორმა წარადგინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

U20 ბორჯღალოსნები ბოლო ტურში მასპინძელ იტალიას შეერკინებიან

•ქართული

ქართული

U20 ბორჯღალოსნები ბოლო ტურში მასპინძელ იტალიას შეერკინებიან
•ქართული

ქართული

დვალიშვილი თოფურიას ამჯობინეს - ESPN MMA-მ 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა

•ქართული

ქართული

დვალიშვილი თოფურიას ამჯობინეს - ESPN MMA-მ 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა
•ქართული

ქართული

დილა და ტორპედო - გუნდების ისტორია ევროტურნირებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დილა და ტორპედო - გუნდების ისტორია ევროტურნირებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 ივლ, 2025

ფოტო: ლიონმა ახალი ფორმა წარადგინა

News image

17 სთ წინ

U20 ბორჯღალოსნები ბოლო ტურში მასპინძელ იტალიას შეერკინებიან

News image

16 სთ წინ

დვალიშვილი თოფურიას ამჯობინეს - ESPN MMA-მ 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა

News image

13 სთ წინ

დილა და ტორპედო - გუნდების ისტორია ევროტურნირებზე