• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ევროპული კლასიკო ნაწილი 2 და ცალი ფეხით 1/2 ფინალში მყოფი არსენალი
ფეხბურთიფეხბურთი

ევროპული კლასიკო ნაწილი 2 და ცალი ფეხით 1/2 ფინალში მყოფი არსენალი

13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 1/2 ფინალისტის ვინაობას გავარკვევთ. 


არსენალი ლისაბონში დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება, რეალს კი პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხი აქვს შემოსატრიალებელი, რაც ალიანც არენაზე მარტივი სულაც არ იქნება.


არსენალი — სპორტინგი, 23:00 [პირველი მატჩი 1:0]



ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის არსენალი ლისაბონურ სპორტინგს საკუთარ მოედანზე მასპინძლობს. მიკელ არტეტას გუნდს მინიმალური, მაგრამ უმნიშვნელოვანესი უპირატესობა აქვს — პორტუგალიაში მოპოვებული გამარჯვება (1:0), სადაც მატჩის ბედი კაი ჰავერცის გვიანმა გოლმა გადაწყვიტა.


„მეთოფეებმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თითქმის იდეალური გზა გაიარეს: 11 მატჩიდან 10 მოიგეს და მხოლოდ 5 გოლი გაუშვეს. თუმცა, პრემიერ ლიგაში ბორნმუთთან განცდილმა მარცხმა გუნდის სტაბილურობაზე კითხვის ნიშნები გააჩინა.


არტეტას წინაშე სერიოზული საკადრო პრობლემებიცაა — კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისეთი საკვანძო მოთამაშეების მონაწილეობა, როგორიცაა ოდეგორი, საკა, კალაფიორი და ტიმბერი. ამის მიუხედავად, სტატისტიკა ლონდონელთა მხარესაა: არსენალი შინ პორტუგალიური გუნდების წინააღმდეგ ზედიზედ 8 მატჩია არ აგებს.


რუი ბორჟეშის გუნდი ლონდონში შეცდომის უფლების გარეშე ჩადის. სპორტინგმა წინა რაუნდში უკვე დაამტკიცა, რომ ქამბექი შეუძლია (ბოდო/გლიმტთან 5:0 შინ), თუმცა სტუმრად თამაში სულ სხვა გამოწვევაა.


პორტუგალიელებს კაპიტანი იულმანი უბრუნდებათ, რაც ცენტრს გააძლიერებს, ხოლო ლუის სუარესი მზადაა შეტევებს გაუძღვეს. ისტორია კი მათ წინააღმდეგაა: სპორტინგს ძალიან უჭირს იმ დუელების მოგება, სადაც პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე აგებს.


სავარაუდო შემადგენლობები:


არსენალი: რაია — უაითი, სალიბა, გაბრიელი, ჰინკაპიე — სუბიმენდი, რაისი — მადუეკე, ეზე, ტროსარი — გიოკერეში.


  • სპორტინგი: რუი სილვა — ფრესნედა, დიომანდე, ინასიუ, არაუჟო — იულმანი, მორიტა — კატამუ, ტრინკანი, გონსალვეში — ლუის სუარესი.


ბაიერნი — რეალი, 23:00 [პირველი მატჩი 1:2]



ევროპული ფეხბურთის ცენტრში მორიგი გრანდიოზული დაპირისპირებაა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი მიუნხენის ბაიერნის და მადრიდის რეალის მორიგ დაპირისპირებას ვიხილავთ. მიუნხენელებმა პირველ მატჩში 25 წლის შემდეგ შეძლეს მადრიდში გამარჯვების მოპოვება და ამ წყვილში თავიანთი ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარეს. თუმცა, თუ ვინმეს შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი სიტუაციების გამოსწორება, ეს სწორედ მადრიდის რეალია — გინდ ანჩელოტი წვრთნიდეს და გინდაც არბელოა.


ვენსან კამპანის ხელმძღვანელობით ბაიერნი ფანტასტიკურ ფორმაშია. მადრიდში მოპოვებული გამარჯვება (2:1) არა მხოლოდ სტრატეგიული უპირატესობა, არამედ ფსიქოლოგიური გარღვევაც იყო — ბავარიელებმა რეალთან 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. გუნდი ბუნდესლიგაშიც დომინირებს, რაც ჰარი კეინის გარეშე სანქტ-პაულის განადგურებამ (5:0) კიდევ ერთხელ დაადასტურა.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰარი კეინის, მაიკლ ოლისესა და ლუის დიასის შემტევი ტრიო. მიუნხენური გრანდისთვის შინაური კედლები ნამდვილი ციხესიმაგრეა: ჩემპიონთა ლიგის 5 საშინაო მატჩიდან 5 გამარჯვება და საშუალოდ 3 გატანილი გოლი თამაშში. ისტორიულად, ბაიერნი თითქმის ყოველთვის გადის შემდეგ ეტაპზე, როცა პირველ მატჩს სტუმრად იგებს.


ალვარო არბელოას გუნდი რთულ პერიოდს გადის. ლა ლიგაში ჟირონასთან დაკარგულმა ქულებმა და ბარსელონასთან ჩამორჩენამ მადრიდელთა საჩემპიონო ამბიციებს დარტყმა მიაყენა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა რეალის ტერიტორიაა, სადაც ისინი ლოგიკის საწინააღმდეგო რამეებს აკეთებენ.


„სამეფო კლუბს“ თავისი კოზირები აქვს: გერმანულ გუნდებთან ბოლო 9 ორმატჩიანი დუელი რეალის გამარჯვებით დასრულდა. გარდა ამისა, მათ ალიანც არენაზე ბოლო 4 მატჩია არ წაუგიათ. მთავარი იმედი კილიან მბაპეა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია და ვინისიუს ჟუნიორთან ერთად ქამბექისთვის ყველაფერს გააკეთებს. მადრიდელები ასევე დიდ იმედებს ამყარებენ ანდრეი ლუნინის სეივებზეც, რადგან ტიბო კურტუა კვლავ ტრავმირებულია და ვერც ამ მატჩში შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას.


სავარაუდო შემადგენლობები:


  • ბაიერნი: ნოიერი — ლაიმერი, უპამეკანო, ტა, სტანიშიჩი — კიმიხი, პავლოვიჩი — ოლისე, გნაბრი, ლუის დიასი — კეინი.

  • რეალი: ლუნინი — ტრენტი, რუდიგერი, მილიტაო, მენდი — ვალვერდე, კამავინგა, ბელინგემი — გიულერი, მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

არსენალი
ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
რეალი
სპორტინგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნეიმარი იამალს ბაძავს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი იამალს ბაძავს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაფინია ბოდიშს იხდის, თუმცა მსაჯებს აკრიტიკებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაფინია ბოდიშს იხდის, თუმცა მსაჯებს აკრიტიკებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელინგემი კეინისა და ოქროს ბურთის შესახებ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელინგემი კეინისა და ოქროს ბურთის შესახებ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარტინ ოდეგორის ტრავმა და ოპტიმიზმი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარტინ ოდეგორის ტრავმა და ოპტიმიზმი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

ნეიმარი იამალს ბაძავს?

News image

5 სთ წინ

რაფინია ბოდიშს იხდის, თუმცა მსაჯებს აკრიტიკებს

News image

5 სთ წინ

ბელინგემი კეინისა და ოქროს ბურთის შესახებ

News image

5 სთ წინ

მარტინ ოდეგორის ტრავმა და ოპტიმიზმი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება