ბარსელონას ვარსკვლავმა, რაფინიამ, საჯარო ბოდიში მოიხადა იმ პროვოკაციული ჟესტის გამო, რომელიც სამშაბათს, ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ, მადრიდელი ქომაგების მისამართით გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ საპასუხო შეხვედრა 2:1 მოიგო, ტურნირს ორი მატჩის ჯამში მაინც გამოეთიშა.
რაფინიამ, რომელიც ტრავმის გამო თამაშს თვალს სათადარიგო სკამიდან ადევნებდა, სოციალურ ქსელში განმარტა:
ბოდიშს ვიხდი ჩემი ჟესტისთვის, რომელიც ჩემს ფასეულობებს არ შეესაბამება. ეს იყო დაძაბულ მომენტში გადადგმული ნაბიჯი, პასუხად იმ გულშემატკივარზე, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებდა
თუმცა, ბრაზილიელი გაცილებით მკაცრი იყო მსაჯების მიმართ. TNT Sports Brasil-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ გუნდი უბრალოდ „გაძარცვეს“:
მსაჯობა ყველა ეპიზოდში საშინელი იყო. მათ უამრავი ჯარიმა აიღეს, მსაჯმა კი ერთი ყვითელი ბარათიც არ უჩვენა. ადამიანურია ერთი შეცდომის დაშვება, მაგრამ როცა ეს მეორდება, უკვე სხვა რამესთან გვაქვს საქმე
რაფინიას უკმაყოფილება ფერან ტორესის გაუქმებულმა გოლმა და დანი ოლმოზე არდანიშნულმა პენალტმა გამოიწვია.
მინდა გავიგო, რატომ ეშინიათ ასე ბარსელონას შემდეგ ეტაპზე გასვლის?
მსაჯების კრიტიკის გამო, რაფინიასა და კლუბს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. უეფა მსგავს განცხადებებს მკაცრად უდგება და არსებობს საფრთხე, რომ ბრაზილიელმა მომავალი ევროპული სეზონის დასაწყისში დისკვალიფიკაცია მიიღოს.