ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

სიმეონეს ტრიუმფი: როგორ დაამარცხა ატლეტიკომ „იამალის ბარსელონა“?
ფეხბურთიფეხბურთი

სიმეონეს ტრიუმფი: როგორ დაამარცხა ატლეტიკომ „იამალის ბარსელონა“?

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ატლეტიკო მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ პრესასთან ემოციები არ დამალა.


ჩოლომ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა უდიდესი ხასიათი გამოავლინა, როდესაც პირველ ტაიმში ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება შეძლო.


სიმეონემ შეაქო მეტოქე და აღიარა, რომ ბარსელონას ტემპი მატჩის დასაწყისში წარმოუდგენელი იყო:


ნახეთ როგორ თამაშობდნენ? რა სისწრაფით? 2:0-ზე გუნდს ჰქონდა შანსი ან ფარ-ხმალი დაეყარა, ან ბრძოლა გაეგრძელებინა. მათ მეორე გზა აირჩიეს. ეს კოკესა და გრიზმანის პიროვნული თვისებების, ლორენტეს თავდადებისა და ლუკმანის სისწრაფის დამსახურებაა


ატლეტიკოს მთავარი იარაღი - გოლები


კითხვაზე, თუ რა აქვს დღევანდელ ატლეტიკოს ისეთი, რაც წარსულში აკლდა, სიმეონემ მოკლედ უპასუხა: „გოლები“. მან განსაკუთრებით გამოყო ზამთრის შენაძენი, ადემოლა ლუკმანი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა.


ის საოცრად ვითარდება და გუნდში დიდი წონა აქვს. ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში მსგავსი მახასიათებლების ფეხბურთელი არ მყოლია. ჩვენი სათამაშო სტილი შეიცვალა, ახლა გუნდი შეტევაში უფრო ძლიერია, ვიდრე დაცვაში და ჩვენ გვჭირდება შეტევა, ვინც არ უნდა იყოს მოედანზე: გრიზმანი, ბაენა თუ ალმადა


ბარსელონას საჩივრები და ისტორიული მიღწევა


სიმეონემ თავი აარიდა ბარსელონას უკმაყოფილებაზე საუბარს, რომელიც მსაჯობასა და მოედნის საფარს ეხებოდა: „იცით რა კარგია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყოფნა? ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ვართ. ეს წარმოუდგენელია!“.

არგენტინელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ბარსელონას ტურნირიდან გამოთიშვა ადვილი არ არის:


ეს სამჯერ გავაკეთეთ. მესის ბარსელონასთანაც და ახლა იამალის ბარსელონასთანაც. ეს შრომითა და გულით მოვახერხეთ


ვეტერანების როლი და სამომავლო გეგმები


სიმეონემ მადლობა გადაუხადა მარკოს ლორენტესა და ანტუან გრიზმანს, რომელიც ზაფხულში კლუბს ტოვებს:


გრიზმანი ფეხბურთის გენიოსია, მოთამაშე, რომელიც თამაშის ბედს ცვლის. იმედი მაქვს, ღმერთი მას იმას მისცემს, რასაც კლუბში დარჩენილ დროში ეძებს


ატლეტიკოს ზეიმისთვის დრო არ აქვს, რადგან შაბათს ესპანეთის თასის ფინალი ელოდებათ, სადაც სევილიაში რეალ სოსიედადს დაუპირისპირდებიან.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ატლეტიკო
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
დიეგო სიმეონე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ყოფილი მსაჯი: „კამავინგა ტყუილად გააძევეს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ყოფილი მსაჯი: „კამავინგა ტყუილად გააძევეს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

14-წლიანი წყევლა გარღვეულია: ბაიერნმა რეალის ბაერიერი გადალახა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

14-წლიანი წყევლა გარღვეულია: ბაიერნმა რეალის ბაერიერი გადალახა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეკლან რაისი კრიტიკოსების პასუხობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეკლან რაისი კრიტიკოსების პასუხობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა - არბელოა ფეხბურთელებით ამაყობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა - არბელოა ფეხბურთელებით ამაყობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

40 წთ წინ

ყოფილი მსაჯი: „კამავინგა ტყუილად გააძევეს"

News image

38 წთ წინ

14-წლიანი წყევლა გარღვეულია: ბაიერნმა რეალის ბაერიერი გადალახა

News image

13 წთ წინ

დეკლან რაისი კრიტიკოსების პასუხობს

News image

8 წთ წინ

რეალი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა - არბელოა ფეხბურთელებით ამაყობს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება