ყოფილმა არბიტრმა, ალფონსო პერეს ბურულმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბაიერნისა და რეალის საპასუხო მატჩში (3:4) ედუარდო კამავინგას გაძევება შეაფასა.
მატჩის 86-ე წუთზე მადრიდელთა ნახევარმცველმა, რომელიც მოედანზე ცვლილებაზე შევიდა, ჰარი კეინზე იუხეშა, რის შემდეგაც მეტოქეს ბურთი მაშინვე არ დაუბრუნა. ამ ქმედებისთვის შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, სლავკო ვინჩიჩმა, მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ამ ეპიზოდიდან სამ წუთში ლუის დიასმა ანგარიში გაათანაბრა და ორი მატჩის ჯამში მიუნხენელები დააწინაურა, ხოლო 94-ე წუთზე მაიკლ ოლისემ ბაიერნის გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბურულმა მსაჯის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა:
ეს აბსოლუტურად არაპროპორციული სასჯელია — ასეთი ქმედების გამო მოთამაშის გაძევება დაუშვებელია. მას ბურთი მხოლოდ სამი წამის განმავლობაში ეჭირა. რეფერი ბევრად უფრო გაწონასწორებულად უნდა მოქცეულიყო იმის გათვალისწინებით, თუ რა იდო სასწორზე და რა გავლენას მოახდენდა ეს გადაწყვეტილება თამაშზე. ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ზღვარზეა.