ალვარო არბელოა მიუნხენში მარცხის შემდეგ: „ამჯერად არ გამოვიდა, თუმცა გუნდით ვამაყობ“
მიუხედავად იმისა, რომ რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგას ბაიერნთან დრამატულ ბრძოლაში (3:4) გამოეთიშა, გუნდის მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, შეხვედრას ორ ტოპ-კლუბს შორის გამართული „დიდებული მატჩი“ უწოდა.
„ჩვენ სამი გოლი გავიტანეთ და კიდევ უფრო მეტის გატანის შანსიც გვქონდა. ძალიან განვიცდი ჩემი ფეხბურთელების გამო“, - განაცხადა არბელოამ მატჩის შემდეგ Movistar-თან საუბრისას.
მწვრთნელმა ხაზი გაუსვა მოთამაშეების მიერ გაღებულ უდიდეს ენერგიას: „მტკივა ის ფაქტი, რომ რეალ მადრიდი წელს მე-16 ტიტულს ვერ მოიგებს, მაგრამ ძალიან ვამაყობ. მადრიდში ვბრუნდებით იმ განცდით, რომ მოედანზე ყველაფერი დავტოვეთ“.
არბელოამ აღნიშნა, რომ გერმანელთა გადამწყვეტ გოლამდე ცვლილებების განხორციელებას გეგმავდა, თუმცა მეტოქემ ყველაფერი ნაადრევად დაასრულა. „რამდენიმე შანსი გვქონდა. სანამ ისინი გაიტანდნენ, ორ ცვლილებას ვაპირებდით, მაგრამ მათმა გოლმა წერტილი დაუსვა ყველაფერს. უბრალოდ, ამჯერად არ იყო ჩვენი დღე“, - დაასკვნა მან.