არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია (AFA) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო 321 000 აშშ დოლარით დაჯარიმდა.
ლეანდრო პარედესს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. გარდა ამისა, AFA-ს დაევალა, რომ მომდევნო ორი საშინაო მატჩი მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით, სტადიონის ტევადობის 50%-ით, ჩაატაროს.
FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ:
321 000-დოლარიანი ჯარიმიდან 100 000 დოლარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში უნდა ჩაიდოს;
სანქციის ნაწილის აღსრულება, ორი მატჩიდან ერთისა და 100 000-დოლარიანი ჯარიმის, პირობითად შეჩერდა და მის გასააქტიურებლად გამოსაცდელი პერიოდი განისაზღვრა.
გარდა ამისა, რამდენიმე პირს ინდივიდუალური სანქციები დაეკისრა:
ლეანდრო პარედესი - 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 90 000 დოლარის ჯარიმა.
ნაუელ მოლინა - 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 90 000 დოლარის ჯარიმა.
ტიაგო ალმადა - 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 30 000 დოლარის ჯარიმა.
რობერტო აიალა (ნაკრების ოფიციალური პირი) - 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 30 000 დოლარის ჯარიმა.
გავი - 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 30 000 დოლარის ჯარიმა.