მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
15 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი ავსტრალიის გრან პრით გაიხსნა. რბოლას თან წვიმაც სდევდა, რამაც ყველაფერი უფრო საინტერესო გახადა.
რბოლის ხასიათზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 6 მრბოლელი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა (DNF).
საბოლოოდ კი სეზონი გამარჯვებით ლანდო ნორისმა (მაკლარენი) გახსნა. ბოლო წრეებზე ოთხგზის ჩემპიონის, მაქს ვერსტაპენის (რედ ბული) მცდელობის მიუხედავად, ბრიტანელმა მრბოლელმა დამაჯერებლად მოახერხა გამარჯვება.
პოდიუმზე ლანდოსთან და მაქსთან ერთად თავისი ადგილი ჯორჯ რასელმა (მერსედესი) დაიკავა.
სეზონის გახსნით რბოლაში ქულები შემდეგმა მრბოლელებმა აიღეს:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 18 ქულა
3. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 15 ქულა
4. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 12 ქულა
5. ალექს ალბონი (უილიამსი) - 10 ქულა
6. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 8 ქულა
7. ნიკო ჰულკენბერგი (ზაუბერი) - 6 ქულა
8. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 4 ქულა
9. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 2 ქულა
10. ლუის ჰემილტონი (ფერარი) - 1 ქულა
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბოლო 1029 დღის განმავლობაში (2022 წლიდან) პირველად მოხდა, როცა მაქს ვერსტაპენი მრბოლელთა დავას სათავეში არ უდგას.
ფორმულა 1-ის შემდეგი გრან პრი მომავალ უიქენდს (21-23 მარტი) ჩინეთში გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები