მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონში გუნდებში პირველი ცვლილება მოხდა.
რედ ბულის ოფიციალური განცხადებით, იაპონიის გრან პრიდან იუკი ცუნოდა გუნდში ლიამ ლოუსონს ჩაანაცვლებს.
ავსტრიულ გუნდში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალმა ზელანდიელმა სეზონის საწყის 2 გრან პრიზე ქულის აღება ვერ მოახერხა.
ლოუსონი თავის მხრივ ცუნოდას ადგილს დაიკავებს VCARB-ში, სადაც გასული სეზონის ბოლოს მან დანიელ რიკიარდო ჩაანაცვლა და იაპონელის თანაგუნდელი იყო.
24 წლის იაპონელი მრბოლელი რედ ბულში მაქს ვერსტაპენის მე-6 თანაგუნდელი ხდება. იაპონიის გრან პრი 4-6 აპრილს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები