მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი ავსტრალიური დასაწყისის შემდეგ ჩინეთის გრან პრით გრძელდება. შაბათ დღეს სპრინტი და რბოლის კვალიფიკაცია გაიმართა.
სპრინტის გამარჯვებული ლუის ჰემილტონი (ფერარი) გახდა, მე-2 პოზიცია ოსკარ პიასტრიმ (მაკლარენი) დაიკავა, მე-3 ადგილს კი მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) დასჯერდა.
სპრინტზე ქულები ასე გადანაწილდა:
1. ლუის ჰემილტონი (ფერარი) - 8 ქულა
2. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 7 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 6 ქულა
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 5 ქულა
5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 4 ქულა
6. იუკი ცუნოდა (RB) - 3 ქულა
7. კიმი ანტონტელი (მერსედესი) - 2 ქულა
8. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 1 ქულა
მოგვიანებით კი რბოლის კვალიფიკაცია ჩატარდა, სადაც კარიერაში პირველი პოულ პოზიცია ოსკარ პიასტრიმ მოიპოვა. რბოლას მე-2 პოზიციიდან დაიწყებს ჯორჯ რასელი, რომელიც მაკლარენის სენდვიჩში მოექცევა, მე-3 პოზიციაზე რბოლის დასაწყისში ლანდო ნორისი იქნება.
კვალიფიკაციის შედეგად პოზიციები ასე განაწილდა:
ჩინეთის რბოლა 23 მარტს, 11:00 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები