ფორმულა 1-ში ავსტრიის გრან პრი გაიმართა, რომელიც მაკლარენის ტრიუმფით დასრულდა.
რბოლის გამარჯვებული ლანდო ნორისი გახდა, მეორე ადგილზე კი ოსკარ პიასტრი გავიდა.
პოდიუმზე მე-3 პოზიცია ფერარის მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა დაიტოვა.
ინციდენტი მოხდა რბოლის დასაწყისში. მერსედესის 18 წლის იტალიელმა მრბოლელმა, კიმი ანტონელიმ გადამუხრუჭების შედეგად ბოლიდი ვეღარ დაიმორჩილა და მაქს ვერსტაპენს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი რბოლას გამოეთიშა.
ავსტრიის გრან პრიზე ქულები ასე გადანაწილდა:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 18 ქულა
3. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 15 ქულა
4. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 12 ქულა
5. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 10 ქულა
6. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 8 ქულა
7. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 6 ქულა
8. გაბრიელ ბორტოლეტო (ზაუბერი) - 4 ქულა
9. ნიკო ჰულკენბერგი (ზაუბერი) - 2 ქულა
10. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 1 ქულა
2025 წლის სეზონში 24-დან 11 რბოლა უკვე ჩატარდა, საჩემპიონო დავაში კი ასეთი სიტუაციაა:
1. ოსკარ პიასტრი - 216 ქულა
2. ლანდო ნორისი - 201 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 155 ქულა
4. ჯორჯ რასელი - 146 ქულა
5. შარლ ლეკლერი - 119 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში უდიდეს უპირატესობას ფლობს მაკლარენი:
1. მაკლარენი - 417 ქულა
2. ფერარი - 210 ქულა
3. მერსედესი - 209 ქულა
ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი 4-6 ივლისს, ლეგენდარულ სილვერსტოუნზე გაიმართება.