ფორმულა 1-ში ავსტრიის გრან პრი იმართება, რომლის კვალიფიკაციის შედეგებიც უკვე ცნობილია.
უსწრაფესი წრე მაკლარენის მრბოლელმა, ლანდო ნორისმა დააფიქსირა (1:03.971) და პოულ პოზიცია მოიპოვა.
ბრიტანელმა პილოტმა მეორე პოზიციაზე გასულ შარლ ლეკლერს (ფერარი) 0.521 წამით აჯობა, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა.
მონეგასკი რბოლის სტარტზე მაკლარენებს შორის მოექცა, კვალიფიკაციაზე მე-3 ადგილზე ოსკარ პიასტრი გავიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რბოლას მე-6 პოზიციიდან ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) დაიწყებს, მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) კი მე-7 იქნება.
კვალიფიკაციის შედეგად მრბოლელები ხვალინდელი რბოლისთვის (17:00) შემდეგნაირად განაწილდნენ.
