ფორმულა 1-ში მერსედესის ბოსმა, ტოტო ვულფმა დაადასტურა, რომ გუნდი დაინტერესებულია მაქს ვერსტაპენის დამატებით.
ავსტრიელის თქმით, მერსედესი ნიდერლანდელის დამატებას 2026 წლისთვის განიხილავს და მისი შეწყვილება ჯორჯ რასელთან არ არის გამორიცხული.
"მე როსბერგი და ჰამილტონი მყავდა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, ამის შემდეგ ყველაფერი მარტივია." - განაცხადა ვულფმა რასელისა და ვერსტაპენის შესაძლო გუნდელობაზე.
"მერსედესს მწვერვალზე დაბრუნება სურს და თუ ეს გინდა, დარწმუნებული უნდა იყო, რომ საუკეთესო მრბოლელები, ინჟინრები და მექანიკოსები გყავს. ამიტომ ნორმალურია, როცა ვერსტაპენის მსგავს პილოტებზე მიდის საუბარი." - განაცხადა ჯორჯ რასელმა.
ამჟამად რასელის მეწყვილე მერსედესში 18 წლის იტალიელი კიმი ანტონელია, რომელმაც კანადის გრან პრიზე კარიერაში პირველი პოდიუმი მოიპოვა.
მაქს ვერსტაპენი ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონია, წელს კი რედ ბულის ნიდერლანდელი პილოტი საჩემპიონო დავაში მაკლარენის დუეტის (ოსკარ პიასტრი და ლანდო ნორისი) შემდეგ მე-3 ადგილზეა.