ფორმულა 1-ში კანადის გრან პრი გაიმართა, რომელიც მერსედესის ტრიუმფით დასრულდა.
ჯორჯ რასელმა მერსედესს 2025 წლის სეზონში პირველი რბოლა მოაგებინა, 18 წლის კიმი ანტონელი კი ფორმულა 1-ში პოდიუმზე პირველად ავიდა.
მეორე ადგილზე კი რედ ბულის ნიდერლანდელი პილოტი მაქს ვერსტაპენი გავიდა.
რბოლის ბოლოს დუელი გაიმართა მაკლარენის პილოტებს - ოსკარ პიასტრისა და ლანდო ნორისს, რომელიც ამ უკანასკნელის არასწორი მანევრითა და რბოლიდან გამოთიშვით დასრულდა.
რბოლის შედეგად ქულები ასე განაწილდა:
1. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 25 ქულა
2. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 18 ქულა
3. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 15 ქულა
4. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 12 ქულა
5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 10 ქულა
6. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 8 ქულა
7. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 6 ქულა
8. ნიკო ჰულკენბერგი (ზაუბერი) - 4 ქულა
9. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 2 ქულა
10. კარლოს საინსი (უილიამსი) - 1 ქულა
კანადის გრან პრის შემდეგ საჩემპიონო დავაში ასეთი მდგომარეობაა:
1. ოსკარ პიასტრი - 198 ქულა
2. ლანდო ნორისი - 176 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 155 ქულა
4. ჯორჯ რასელი - 136 ქულა
5. შარლ ლეკლერი - 104 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი მაკლარენი დიდ უპირატესობას ფლობს:
1. მაკლარენი - 374 ქულა
2. მერსედესი - 199 ქულა
3. ფერარი - 183 ქულა
4. რედ ბული - 162 ქულა
მორიგი გრან პრი 27-29 ივნისს ავსტრიაში გაიმართება.