ფორმულა 1-ში კანადის გრან პრი იმართება, სადაც კვალიფიკაცია გაიმართა და გაირკვა, თუ რომელ პოზიციაზე დაიწყებენ პილოტები რბოლას.
პოულ პოზიცია ჯორჯ რასელმა მოიპოვა, რომელმაც ვარჯიშებზე ნაჩვენები კარგი შედეგები ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მერსედესის ბრიტანელმა პილოტმა უსწრაფესი წრე (1:10.899) დააფიქსირა.
რბოლას მე-2 ადგილიდან მაქს ვერსტაპენი დაიწყებს, რომელმაც 1:11.059 დააფიქსირა. რედ ბულის ნიდერლანდელი ლიდერი რბოლაში ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მას მხოლოდ 1 საჯარიმო ქულა აკლია დისკვალიფიკაციამდე (მომდევნო რბოლის გამოტოვება).
საჩემპიონო დავის ლიდერი ოსკარ პიასტრი კი რბოლის სტარტზე მე-3 პოზიციაზე იქნება. მაკლარენში ავსტრალიელის თანაგუნდელი, ლანდო ნორისი, რომელიც ასევე საჩემპიონო ბრძოლაშია, მე-7 ადგილიდან დაიწყებს.
კვალიფიკაციის შედეგად რბოლის სასტარტო სურათი ასე გამოიყურება:

რბოლა 15 ივნისს, 22:00 საათზე დაიწყება.