ფორმულა 1-ში ფერარის მრბოლელებმა შარლ ლეკლერმა და ლუის ჰამილტონმა ფერარის უსწრაფესი მოდელი F80 გატესტეს.
"ეს ყველაზე სწრაფი მანქანაა, რაც გამომიცდია" - ამბობს ჰამილტონი.
აღნიშნული მანქანა 0-დან 60 მილამდე საათში სიჩქარეს 2.1 წამში კრეფს, 0-დან 125 მილამდე კი - 5.75 წამში. ფერარი F80-ის საბაზრო ფასი 3 მილიონ ფუნტს აღემატება.