ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი ავსტრალიური დასაწყისის შემდეგ ჩინეთის გრან პრით გრძელდება.
ამ ეტაპზე სპრინტსაც ვიხილავთ, შესაბამისად დღეს სპრინტის კვალიფიკაცია გაიმართა, სადაც საინტერესო შედეგი მივიღეთ.
სპრინტს პოულ პოზიციიდან ლუის ჰემილტონი (ფერარი) დაიწყებს, რომლისთვისაც ეს პირველი მინი-წარმატებაა სკუდერიაში. ლუისმა 1:30.849 დააფიქსირა უსწრაფეს წრეზე
ბრიტანელს პირველ რიგში მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) ამოუდგება, რომელიც მხოლოდ 0.018 წამით ჩამორჩა მეტოქეს.
სპრინტს მე-3 პოზიციიდან დაიწყებს ოსკარ პიასტრი (მაკლარენი), რომლის ჩამორჩენაც ჰემილტონთან 0.080 წამი იყო.
სპრინტის კვალიფიკაციის სრული შედეგი ასეთია.

სპრინტი 22 მარტს, 07:00 საათზე დაიწყება, მოგვიანებით კი, 11:00 საათზე რბოლის კვალიფიკაციას ვიხილავთ. თავად რბოლა 23 მარტს 11:00 საათზე აიღებს სტარტს.