ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი სტარტს ავსტრალიის გრან პრით იღებს. რბოლის წინ კვალიფიკაციის სესია გაიმართა, სადაც გაირკვა თუ რომელი პოზიციიდან დაიწყებენ პილოტები რბოლას.
პირველ რიგს კონსტრუქტორთა ჩემპიონის, მაკლარენის მრბოლელები დაიკავებენ, რომელთაც ბრწყინვალე დროები დააფიქსირეს.
პირველ პოზიციაზე ლანდო ნორისი იქნება (1:15.096), მეორე ადგილიდან კი ოსკარ პიასტრი (+0.084) დაიწყებს, რომელიც შეეცდება რბოლა საკუთარ ქვეყანაში მოიგოს.
მაკლარენს უკან ოთხგზის ჩემპიონი მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) ამოუდგება, მე-4 პოზიციას კი ჯორჯ რასელი (მერსედესი) დაიკავებს.
შეიძლება ითქვას, ცუდი კვალიფიკაცია გამოუვიდა ფერარის. შარლ ლეკლერი და ლუის ჰემილტონი მე-7 და მე-8 პოზიციაზე იქნებიან რბოლის სტარტზე, მათ წინ კი იუკი ცუნოდა (RB) და ალექსანდერ ალბონი (უილიამსი) აღმოჩნდნენ.
კვალიფიკაციის სრული შედეგი ასე გამოიყურება:

ახალი სეზონის პირველი რბოლა 16 მარტს, 08:00 საათზე დაიწყება.
