-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში ჩინეთის გრან პრი ჩატარდა. რბოლა მაკლარენის დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ ბრიტანული გუნდის დუბლით დასრულდა.
რბოლის გამარჯვებული ოსკარ პიასტრი გახდა, მე-2 პოზიცია კი ლანდო ნორისმა დაიკავა. პოდიუმზე მაკლარენის მრბოლელების გვერდზე ჯორჯ რასელი (მერსედესი) აღმოჩნდა.
განახლება: რბოლის შემდეგ გამოძიების შედეგად დისკვალიფიკაცია მიიღეს შარლ ლეკლერმა, ლუის ჰემილტონმა და პიერ გასლიმ.
ჩინურ რბოლაში ქულები შემდეგმა მრბოლელებმა აიღეს:
1. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 18 ქულა
3. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 15 ქულა
4. მაქს ვერტაპენი (რედ ბული) - 12 ქულა
5. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 10 ქულა
6. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 8 ქულა
7. ალექსანდერ ალბონი (უილიამსი) - 6 ქულა
8. ოლივერ ბერმანი (ჰაასი) - 4 ქულა
9. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 2 ქულა
10. კარლოს საინსი (უილიამსი) - 1 ქულა
2 რბოლის შემდეგ მრბოლელთა დავაში სიტუაცია ასეთია:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 44 ქულა
2. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 36 ქულა
3. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 35 ქულა
4. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 34 ქულა
5. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 20 ქულა
6. ალექს ალბონი (უილიამსი) - 16 ქულა
7. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 10 ქულა
7. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 10 ქულა
9. ლუის ჰემილტონი (ფერარი) - 9 ქულა
10. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 8 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი გუნდები ასე ნაწილდებიან:
1. მაკლარენი - 78 ქულა
2. მერსედესი - 53 ქულა
3. რედ ბული - 36 ქულა
4. ფერარი - 17 ქულა
4. უილიამსი - 17 ქულა
6. ჰაასი - 14 ქულა
7. ასტონ მარტინი - 10 ქულა
8. ზაუბერი - 6 ქულა
9. VCARB - 3 ქულა
10. ალპინი - 0 ქულა
მორიგი გრან პრი იაპონიაში 4-6 აპრილს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები