VIDEO: ორმაგ დუბლზე იწევდა - გოგას ორლანდომ რეგულარული მოგებით დაიწყო
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა NBA-ის რეგულარული სეზონი გამარჯვებით გახსნა და მაიამი ჰიტს დაძაბულ მატჩში მოუგო - 125:121.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 18:30 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლს უტევდა - 8 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა. 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ერთხელ ესროლა და შედეგს ვერ მიაღწია. ასევე, თითო-თითო ართმევა და ბლოკი ჰქონდა, ბურთი არ დაუკარგავს.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მაიამელი ნორმან პაუელი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. მისსავე თანაგუნდელ ბენ ადებაიოს 15 ქულა, 12 მოხსნა და 2 ასისტი ჰქონდა. სამაგიეროდ, 24 ქულა, 11 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა პაოლო ბანკერომ, ფრანც ვაგნერმა - 24, ხოლო დესმონდ ბეინმა 23 ქულა ჩაიწერა აქტივში.
მეჯიქი მომდევნო შეხვედრას, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ, ისევ საკუთარ პარკეტზე გამართავს - 25 ოქტომბრის გამთენიის 03:00 საათზე.