ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

გაბრიელის მაისურების გაყიდვები 350%-ით გაიზარდა
ფეხბურთიფეხბურთი

გაბრიელის მაისურების გაყიდვები 350%-ით გაიზარდა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არსენალის მცველის, გაბრიელის მაისურების გაყიდვები 350%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი პენალტი ვერ გამოიყენა.


28 წლის გაბრიელმა პენალტების სერიაში ბოლო დარტყმა შეასრულა, თუმცა ბურთი კარს გადააცილა, რის შედეგადაც პარი სენ-ჟერმენი ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.


მიუხედავად იმედგაცრუებისა, ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ გულშემატკივრების მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა.


შაბათ-კვირას სწორედ გაბრიელის სახელი აღმოჩნდა ყველაზე მოთხოვნადი მაისურებზე დასაბეჭდად. ერთ მომენტში, ბრაზილიის ნაკრების მცველის მაისურების გაყიდვები ორჯერ აღემატებოდა ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის მაისურის გაყიდვებს.


ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაბრიელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მარცხი „მტკივნეულად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ამაყობს როგორც არსენალის გუნდით, ისე იმ ყველაფრით, რასაც კლუბმა 2025-26 წლების სეზონში მიაღწია.


მადლობა ჩვენს საოცარ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მთელი ამ გზის განმავლობაში.


„თქვენ იმსახურებთ, რომ ეს მოგზაურობა ჩვენთან ერთად იზეიმოთ. მომავალ სეზონში შევხვდებით!“ - დაწერა მან.


შაბათის პენალტების სერიაში პენალტი ასევე ვერ გამოიყენა ებერეჩი ეზემ, რომელიც გასულ ზაფხულს კრისტალ პალასიდან გადავიდა არსენალში.


მატჩის დასრულების შემდეგ დეკლან რაისმა TNT Sports-ს განუცხადა:


ისინი (გაბრიელი და ეზე) განადგურებულები არიან, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტი გააფუჭეს.


ეს სასიამოვნო არ არის. მაგრამ ჩვენ ისინი გვიყვარს, მათ გვერდით ვართ და ეს ფეხბურთის ნაწილია. ისინი არც პირველი არიან და არც ბოლო, ვინც ფინალში პენალტი ვერ გაიტანა. ყველას მოსვლია მსგავსი რამ.


ამ სეზონში ამ ორის გარეშე პრემიერ ლიგას ნამდვილად ვერ მოვიგებდით.


გაბრიელზე სიტყვები აღარ მყოფნის, როგორც ადამიანზე, ისე ფეხბურთელზე. იგივე ეხება ეზესაც. რამდენი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა მან ამ სეზონში. ეს სასტიკია, მაგრამ ფეხბურთია.“


კვირას არსენალმა ჩრდილოეთ ლონდონის ქუჩებში გამართულ აღლუმზე ბოლო 22 წლის განმავლობაში მოპოვებული პრემიერ ლიგის პირველი ტიტული იზეიმა. კლუბის შეფასებით, ღონისძიებას 750 ათასიდან 1 მილიონამდე ადამიანი დაესწრო.


კვირას ეზემ ინსტაგრამზე დაწერა:


შეყვარებული ვარ ამ მოგზაურობაზე და ღმერთს მადლობას ვუხდი მისი თითოეული ნაწილისთვის.


გაბრიელი არსენალს 2020 წელს შეუერთდა და მას შემდეგ კლუბის მაისურით 261 მატჩი ჩაატარა. ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო როგორც პრემიერ ლიგის მოგებაში, ისე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში.


მან სეზონში ლიგის 32 მატჩიდან 30-ში და ევროტურნირის 15 შეხვედრიდან 11-ში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

არსენალი
გაბრიელ მაგალაესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ დაარტყა გაბრიელმა? არტეტას განმარტება ფინალის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ დაარტყა გაბრიელმა? არტეტას განმარტება ფინალის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საჩემპიონო ქაოსი ლონდონში - ზეიმი და არეულობა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საჩემპიონო ქაოსი ლონდონში - ზეიმი და არეულობა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი ზაფხულში 3 ტოპ-ტრანსფერს გეგმავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი ზაფხულში 3 ტოპ-ტრანსფერს გეგმავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის საუკეთესო ტრანსფერი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის საუკეთესო ტრანსფერი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

31 მაი, 2026

რატომ დაარტყა გაბრიელმა? არტეტას განმარტება ფინალის შემდეგ

News image

8 სთ წინ

საჩემპიონო ქაოსი ლონდონში - ზეიმი და არეულობა

News image

6 სთ წინ

არსენალი ზაფხულში 3 ტოპ-ტრანსფერს გეგმავს

News image

4 სთ წინ

პრემიერ ლიგის საუკეთესო ტრანსფერი ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება