კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს.
24 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა 41 წლის თავდამსხმელისთვის ეროვნულ გუნდში უკანასკნელი აღმოჩნდა.
„პელეც რომ იყოს და მარადონაც", - პორტუგალიის ნაკრების თავკაცი რონალდუს წასვლას გამოეხმაურა
ნორვეგიასთან მატჩი მან სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია. პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც ჟორჟე ჟეზუშმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა, გუნდის კაპიტანმა ნაკრების ბანაკი დატოვა.
როგორც პორტუგალიური გამოცემა O Jogo იტყობინება, რონალდუ დაბრუნებას არ გეგმავს და საერთაშორისო დონეზე კარიერის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ეს ნაბიჯი საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.
მადრიდის რეალის ყოფილი ფორვარდის ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრებში 234 მატჩი და 146 გოლია - ორივე მაჩვენებელი მსოფლიო ფეხბურთის რეკორდია.