პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ბანაკიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გავრცელა.
გუნდის კაპიტანმა ეროვნული ნაკრები მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან მომხდარი კონფლიქტის გამო დატოვა.
„პელეც რომ იყოს და მარადონაც", - პორტუგალიის ნაკრების თავკაცი რონალდუს წასვლას გამოეხმაურა
„პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, კრიშტიანუ რონალდუმ კოპენჰაგენში ეროვნული გუნდის განთავსების ადგილი დატოვა.
დანიისა და ნორვეგიის წინააღმდეგ მატჩებისთვის მზადება, რომელთაგან უკანასკნელი დრაგაუს სტადიონზე გაიმართება, დაგეგმილი განრიგით, გამოძახებული დანარჩენი 24 ფეხბურთელის მონაწილეობით გაგრძელდება.
მთელი გუნდი ინარჩუნებს სრულ კონცენტრაციას პორტუგალიის ნაკრების მომავალ მატჩებსა და დასახული ამოცანების შესრულებაზე", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
რა გააკეთა რონალდუმ? - სენსაციური ამბავი პორტუგალიის ნაკრებში