კრიშტიანუ რონალდუს და, ელმა ავეირუ თავის Instagram-ის გვერდზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნისადმი მიძღვნილ გულშემატკივრის წერილს გამოეხმაურა.
მას შემდეგ, რაც 41 წლის თავდამსხმელმა მთავარ მწვრთნელთან უთანხმოების ფონზე ეროვნული გუნდის ბანაკი დატოვა, ელმამ ქომაგის პოსტი გააზიარა:
„CR7 მეტ პატივისცემას იმსახურებდა. ნაკრები მეტ ორგანიზებულობას იმსახურებდა. პორტუგალიური ჟურნალისტიკა მეტ კომპეტენციასა და ნაკლებ სპეკულაციას იმსახურებდა.
რაც შეეხება პორტუგალიელებს... ისინი უკეთესს არაფერში იმსახურებენ. ჩვენ ვართ შურისმაძიებელი, უგულებელმყოფელი, უმეცარი ხალხი და ვიმსახურებთ იმ ქვესკნელში დავუბრუნებას, რომელშიც ფეხბურთში CR7-ის ეპოქამდე ვიყავით.
მადლობა ყველაფრისთვის, CR7! შენ მეტს იმსახურებდი! - ნათქვამია გავრცელებულ ტექსტში.
თავის მხრივ, ელმამ პოსტს მოკლე მინაწერი გაუკეთა: „აქ ყველაფერი ნათქვამია“.