დუნაისკა სტრედას სპორტული დირექტორი ზამთრის ტრანსფერებს გამორიცხავს.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერის, დუნაისკა სტრედას სპორტულმა დირექტორმა, იან ვან დაელემ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი გაგუა კლუბს არ დატოვებს.
კლუბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ლიდერების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია:
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თავდამსხმელების სამეული - გაგუა, რამადანი და ტრუსა. გოლების უმეტესობა სწორედ მათ გაიტანეს, ამ ფეხბურთელების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ზამთარს სატრანსფერო ფანჯრის დროს ისინი გუნდს არ დატოვებენ
სლოვაკეთის ჩემპიონატში დუნაისკა სტრედა სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს კონკურენტებს შვიდი ქულით უსწრებს, თანაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.