• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გაიმეორებენ ბექაური და მაისურაძე 2023 წლის ფინალს?
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

გაიმეორებენ ბექაური და მაისურაძე 2023 წლის ფინალს?

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე წონითი კატეგორიების დაწყებასთან ერთად, ბაქოში დაძაბულობაც იმატებს.


-90 კგ წონით კატეგორიაში გამოკვეთილი ფავორიტი მსოფლიოს პირველი ნომერი სანშირო მურაოა (იაპონია).


სურათი მარტივია: პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში ლაშა ბექაურთან მარცხის შემდეგ იაპონელი ძიუდოისტი აღარ დამარცხებულა. შეძლებს ის ამ სერიის ბაქოშიც გაგრძელებას? კონკურენცია უმაღლესი დონის იქნება.


1/8 ფინალში მურაო შესაძლოა სწორედ ლაშა ბექაურს შეხვდეს, 1/4 ფინალში კი ამ წყვილის გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქე 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ნემანია მაიდოვი (სერბეთი) იქნებაა, რომლის ხისტ და ძალისმიერ ძიუდოსთან გამკლავება ყოველთვის რთულია.


შემდეგ ეტაპზე კი შესაძლოა 1/2 ფინალი რაფაელ მასედოსთან (ბრაზილია) შედგეს, თუკი ბრაზილიელი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსან მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ამბუს (საფრანგეთი) დაამარცხებს.


პოდიუმისთვის ბრძოლაში ჩასართავად მასედოს საკუთარი თანაგუნდელის, გილერმე შმიდტის (ბრაზილია) ბარიერის გადალახვაც მოუწევს. და ეს მხოლოდ ბადის ზედა ნახევარია!


ბადის ქვედა ნაწილში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პრეტენდენტი 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე იქნება, რომელმაც 3 წლის წინ ფინალში ლაშა ბექაური დაამარცხა.


თუმცა, რას უნდა ველოდოთ გოკი ტაჯიმასგან (იაპონია)? სავარაუდოდ, მას თანაგუნდელების წარმატებული გამოსვლა დამატებით მოტივაციას მისცემს.


ასევე საინტერესოა, რას შეძლებს მურად ფატიევი (აზერბაიჯანი), რომელსაც მასპინძელი გულშემატკივრების ძლიერი მხარდაჭერა ექნება.


ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია მათ შორის, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 დღეს ყურადღების ცენტრში იქნება.


ლაშა ბექაური დღის პირველ შეხვედრას სამხრეთ კორეელი მინკი სონგის წინააღმდეგ გამართავს, ლუკა მაისურაძე კი პირველ ეტაპს გამოტოვებს და მეორე რაუნდში რუს ეგორ ანდონისა და სერბ ბორის რუტოვიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


აღსანიშნავია, რომ ბექაური და მაისურაძე ბადის სხვადასხვა მხარეს არიან, შესაბამისად არსებობს შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 2023 წლის ქართული ფინალი განმეორდეს.


ხვალ ქალთა -70 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს ნინო გულბანიც, რომელიც ჩინელ ინგინგ ფენგს შეხვდება.


რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში?

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლაშა ბექაური
ლუკა მაისურაძე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლაშა ბექაურს მხრის ოპერაცია საფრანგეთში ჩაუტარდა

•ქართული

ქართული

ლაშა ბექაურს მხრის ოპერაცია საფრანგეთში ჩაუტარდა
•ქართული

ქართული

კვლავ ოქრო - მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

კვლავ ოქრო - მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

•ქართული

ქართული

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის
•ქართული

ქართული

წილისყრა დასრულდა: ვინ იქნებიან ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები

•ქართული

ქართული

წილისყრა დასრულდა: ვინ იქნებიან ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები
•ქართული

ქართული

News image

06 მაი, 2026

ლაშა ბექაურს მხრის ოპერაცია საფრანგეთში ჩაუტარდა

News image

20 ივლ, 2026

კვლავ ოქრო - მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

News image

17 სექ, 2026

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

News image

03 ოქტ, 2026

წილისყრა დასრულდა: ვინ იქნებიან ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება