4 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იღებს სტარტს.
დღეს გაიმართა წილისყრა და საბოლოოდ გაირკვა, თუ ვისთან მოუწევთ დაპირისპირება ჩვენი ნაკრების წევრებს.
კაცების ნაკრები
-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი ტურნირს ისრაელის წარმომადგენლის წინააღმდეგ დაიწყებს.
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილს საინტერესო ბადე შეხვდა და პირველ ეტაპზე ნიზამ იმრანოვს დაუპირისპირდება.
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი ჯოშუა გრინისა და დარდან სენას შორის გამარჯვებულს დაელოდება.
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილის პირველი მეტოქე გეორგი გრამატიკოვისა და გაჩიმურად ომაროვის წყვილში საუკეთესო იქნება.
-90 კგ: აქ ქართული ფინალის შანსი გვაქვს, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე სხვადასხვა ჯგუფში მოხვდნენ, რაც წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში მათ ფინალში შეახვედრებს.
-100 კგ: ილია სულამანიძე ტატამიზე ჯახონგირ მაჯიდოვსა ან ჩომბორ ვეგს შორის გამარჯვებულის წინააღმდეგ გავა.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი ტურნირს ცეცენცენგენ ოდხუს წინააღმდეგ დაიწყებს, ხოლო ირაკლი დემეტრაშვილი მუზაფარბეკ ტურობოევს შეხვდება.
ქალების ნაკრები
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი ურუგვაელ მაია ლეოპოლდოს დაუპირისპირდება. ამავე წონაში ნინო ლოლაძე აკარი ომორის შეხვდება.
-70 კგ: ნინო გულბანი ჩინელი ინგინგ ფენგის წინააღმდეგ იჭიდავებს.
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი მედლებისთვის ბრძოლას მარია ივანოვასთან შეხვედრით დაიწყებს.