ლუკა მაისურაძე ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გამართული ძიუდოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.
90 კგ. წონით კატეგორიაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მაისურაძემ ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო, სატიტულო ბრძოლაში კი იტალიელ ჯაკომო გამბას აჯობა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მაისურაძის გარდა, სარაევოს ღია პირველობაზე ასევე ოქროს მედალი მოიგო გიორგი სარდალაშვილმა, თანაც, ეს 66 კგ. წონით კატეგორიაში გააკეთა. თორნიკე მოსიაშვილი (73 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორია.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრებაზე გამოსვლა 3 მედლით დაასრულა (2 ოქრო, 1 ბრინჯაო) და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა - გერმანიისა (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და სერბეთის (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) შემდეგ.