ტატო გრიგალაშვილის მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში დაწინაურდა.
ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 3 მედალი დაუგროვდა - ტატო გრიგალაშვილი (ოქრო), ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი) და გიორგი სარდალაშვილი (ბრინჯაო).
ამ მაჩვენებლით საქართველო საერთო ჩათვლაში მე-3 ადგილს იკავებს და მხოლოდ იაპონიასა და მასპინძელ აზერბაიჯანს ჩამორჩება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ქვეყნების ხუთეული ამ წუთისთვის ასე გამოიყურება:
1. იაპონია - 6 ოქრო, 2 ბრინჯაო
2. აზერბაიჯანი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
3. საქართველო - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
4. ესპანეთი - 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
5. იტალია - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 3 წევრი იასპარეზებს - ლუკა მაისურაძე (-90 კგ.), ლაშა ბექაური (-90 კგ.) და ნინო გულბანი (-70 კგ.).
გრიგალაშვილმა გვირგვინი დაიბრუნა - European Judo Union ტატოს ტრიუმფზე