ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებით მიმდინარეობს.
მამაკაცთა შორის 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც მსოფლიოს 3-გზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონია, ამ ტურნირზე მე-4 ოქროს მედლის მოპოვებას ცდილობს.
ქართველმა ტიტულოვანმა ძიუდოისტმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ჰაჯიმურატ ომაროვი დაამარცხა.
გრიგალაშვილმა გამარჯვება და 1/8 ფინალის საგზური უპრობლემოდ მოიპოვა. ტურნირის მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე შვეიცარიელი აურელიენ ბონფერონი გახლდათ, რომელიც იპონით დაამარცხა.
ტატო ამ გამარჯვებით 1/4 ფინალში გავიდა, სადაც სლოვენიელ ნასე ჰერკოვიჩს შეხვდა და ისიც დაამარცხა, ამჯერად შიდოებით.
გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში იასპარეზა, სადაც სერბ მიჰაილო სიმინს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ასევე შიდოებით სძლია.
ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა და შესაბამისად მე-6 მედალიც გაინაღდა. გრიგალაშვილმა 3-ჯერ ოქროს მედალი მოიპოვა, 2-ჯერ კი - ვერცხლის. ფინალში ტატოს მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი იქნება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კი ტატომ საქართველოს ნაკრებს მე-3 მედალი გაუნაღდა - ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი) და გიორგი სარდალაშვილი (ბრინჯაო).
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.