• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ლიპარტელიანი მსოფლიო სცენაზე კვლავ ბრწყინავს" - European Judo Union
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

,,ლიპარტელიანი მსოფლიო სცენაზე კვლავ ბრწყინავს" - European Judo Union

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიპარტელიანი მსოფლიო სცენაზე კვლავ ბრწყინავს, მან ბაქოში -57 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. - წერს European Judo Union.


,,ბუდაპეშტში ისტორიული წარმატებიდან ერთი წლის შემდეგ, ქართველმა ეთერ ლიპარტელიანმა ზედიზედ მეორედ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა.


თუმცა ამჯერად 27 წლის ქართველი ძიუდოისტი ბაქოში, აზერბაიჯანში, ტატამზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით გავიდა.


6 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, ლიპარტელიანი თითქმის შეუჩერებელი ჩანდა და ზუსტად ისეთ ძიუდოს აჩვენებდა, რომელმაც 1 წლით ადრე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.


ძლიერი, ათლეტური და შემტევი ქართველი ფინალისკენ დამაჯერებლად მიიწევდა და ერთის გარდა ყველა მეტოქე იპონით დაამარცხა. ერთადერთი, ვისთანაც იპონი ვერ შეასრულა, გერმანელი საია ბალჰაუსი იყო.


თუ ვინმეს მისთვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევა სურდა, ამისთვის მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდებოდა.


ფინალში ერთმანეთს სრულიად განსხვავებული სტილის მქონე ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ. აკარი ომორიმ თავიდანვე აჩვენა, რომ ქართველისთვის ჩავლებისას უპირატესობის დათმობას არ აპირებდა.


ლიპარტელიანი კვლავ აქტიურად უტევდა და წინ მიიწევდა. ქართველი იაპონელ მეტოქეს სხვადასხვა ტექნიკითა და შეტევით უქმნიდა საფრთხეს, თუმცა ომორი დისციპლინირებულად მოქმედებდა.


შეხვედრის მიმდინარეობისას გაფრთხილებებიც დაგროვდა, ლიპარტელიანმა 1 შიდო მიიღო, ომორიმ კი - 2. ძირითად დროში ვერცერთმა ძიუდოისტმა ვერ შეძლო ქულის მოპოვება და მსოფლიო ჩემპიონის ბედი „გოლდენ სქორში“ უნდა გადაწყვეტილიყო.


შეხვედრის ხანგრძლივობამ საბოლოოდ 6 წუთს გადააჭარბა.


ომორი შეხვედრის ტაჩი-ვაზაში დასრულების მცდელობის ნაცვლად, პარტერში შექმნილი შესაძლებლობით ისარგებლა. მან ნე-ვაზაში ლიპარტელიანი ზურგზე გადააბრუნა და იუკო მოიპოვა, რითაც ბრძოლა 6 წუთისა და 7 წამის შემდეგ დაასრულა.


მსოფლიო ჩემპიონის წითელი არშია იაპონიაში გაემგზავრა.


მოგვიანებით ლიპარტელიანმა ევროპის ძიუდოს კავშირს (EJU) განუცხადა, რომ ნეკნის ტრავმა ძლიერ ტკივილს იწვევდა, რაც განსაკუთრებით ნე-ვაზაში ბრძოლისას უშლიდა ხელს."


ქალთა -57 კგ წონითი კატეგორიის შედეგები:


ოქრო - აკარი ომორი (იაპონია)

ვერცხლი - ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო)
ბრინჯაო - ანა ვიქტორია პულიიზი (ხორვატია), მარიცა პერიშიჩი (სერბეთი)


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ძიუდო
ეთერ ლიპარტელიანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ზედიზედ მე-2 მედალი - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

•ქართული

ქართული

ზედიზედ მე-2 მედალი - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
•ქართული

ქართული

ტატო გრიგალაშვილი მეოთხე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს - როდის და ვის დაუპირისპირდება ქართველი?

•ქართული

ქართული

ტატო გრიგალაშვილი მეოთხე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს - როდის და ვის დაუპირისპირდება ქართველი?
•ქართული

ქართული

გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი! - შემდეგს ვის დაუპირისპირდება ტატო მეოთხე მედლისკენ გზაზე?

•ქართული

ქართული

გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი! - შემდეგს ვის დაუპირისპირდება ტატო მეოთხე მედლისკენ გზაზე?
•ქართული

ქართული

გრიგალაშვილი ფინალშია! მერამდენე მედალი გაინაღდა ტატომ?

•ქართული

ქართული

გრიგალაშვილი ფინალშია! მერამდენე მედალი გაინაღდა ტატომ?
•ქართული

ქართული

News image

22 სთ წინ

ზედიზედ მე-2 მედალი - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

News image

4 სთ წინ

ტატო გრიგალაშვილი მეოთხე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს - როდის და ვის დაუპირისპირდება ქართველი?

News image

3 სთ წინ

გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი! - შემდეგს ვის დაუპირისპირდება ტატო მეოთხე მედლისკენ გზაზე?

News image

1 სთ წინ

გრიგალაშვილი ფინალშია! მერამდენე მედალი გაინაღდა ტატომ?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება