ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებით დაიწყო.
მამაკაცთა შორის 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონია და ამ ტურნირზე მე-4 ოქროს მედლის მოპოვებას ცდილობს, პირველი შეხვედრა უკვე გამართა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ქართველმა ტიტულოვანმა ძიუდოისტმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ჰაჯიმურატ ომაროვს დაუპირისპირდა.
გრიგალაშვილმა გამარჯვება და მერვედფინალის საგზური უპრობლემოდ მოიპოვა. ტურნირის მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე შვეიცარიელი აურელიენ ბონფერონი გახლდათ, რომელიც იპონით დაამარცხა.
ტატო ამ გამარჯვებით მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სლოვენიელ ნასე ჰერკოვიჩს შეხვდა და ისიც დაამარცხა, ამჯერად შიდოებით.
გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში იასპარეზებს, სადაც სერბ მიჰაილო სიმინს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან მიმდინარეობს, ხოლო ჩემპიონატის ფინალური ბლოკი და მედლებისთვის ბრძოლა ტრადიციულად 18:00 საათზე დაიწყება.