ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 81 კგ და 63 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება მედლები.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონატში ჩაბმება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტულის მოპოვებას შეეცდება.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ზედიზედ ხუთგზის ფინალისტი პირველ წრეში თავისუფალია, მეორე ეტაპზე კი მისი პირველი მეტოქე ბულგარელ გიორგი გრამატიკოვსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ჰაჯიმურატ ომაროვს შორის გამარჯვებული იქნება.
წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან მიმდინარეობს, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.