• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გრიგალაშვილმა გვირგვინი დაიბრუნა - European Judo Union ტატოს ტრიუმფზე
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

გრიგალაშვილმა გვირგვინი დაიბრუნა - European Judo Union ტატოს ტრიუმფზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გრიგალაშვილმა გვირგვინი დაიბრუნა - European Judo Union ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობაზე წერს.


ევროპული პოდიუმი საბოლოოდ შედგა, 7 ოქტომბერს, ბაქოში მამაკაცთა -81 კგ წონით კატეგორიაში ყველა მედალი ევროპელმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.


დღის მთავარი გმირი კი სხვა არავინ, თუ არა 26 წლის ქართველი ვარსკვლავი ტატო გრიგალაშვილი იყო.


გრიგალაშვილი ტატამიზე მსოფლიო დონეზე მიღწეული უამრავი წარმატებით გავიდა, თუმცა მას დაუმთავრებელი საქმე ჰქონდა. 2025 წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ტიმურ არბუზოვთან დათმო, ქართველმა ბაქოში დაკარგული გვირგვინის დასაბრუნებლად ჩავიდა.


„ეს ოქრო ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტიტული დავიბრუნე,“ - განუცხადა მან მოგვიანებით ევროპის ძიუდოს კავშირს (EJU).


რადგან ის, რაც მე მეკუთვნის, უნდა დამიბრუნდეს. ამ ფინალში ყველაფერი გავაკეთე. არასდროს დავნებებულვარ.


მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი ფინალისკენ მიმავალ გზაზე გრიგალაშვილს ყველაზე რთული გამოცდა სერბმა მიხაილო სიმინმა მოუწყო.


მხოლოდ 21 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს, სიმინს, ქართველის შთამბეჭდავი რეპუტაციის არ შეშინებია. მათი 1/2 ფინალი ტაქტიკურ ბრძოლად იქცა და სწორედ ასეთივე სცენარით დასრულდა.


საბოლოოდ, გრიგალაშვილი მეტოქის 3 გაფრთხილების შედეგად გავიდა ფინალში, თავად კი 2 გაფრთხილება ჰქონდა.


მიუხედავად მარცხისა, სიმინმა თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო -81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია.


გრიგალაშვილისთვის ეს ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო.


იქ მას კიდევ ერთი ევროპელი ელოდა და ამჯერად ქართველს მეტოქის მხარეს მყოფი მთელი არენის წინააღმდეგაც უწევდა ბრძოლა.


მასპინძელი აზერბაიჯანის წარმომადგენელმა ზელიმ ცკაევმა წინასწარი ეტაპები დამაჯერებლად გაიარა და ადგილობრივ გულშემატკივრებს მათთვის სასურველი ფინალი აჩუქა.


აზერბაიჯანელმა გზად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 1/4 ფინალში ბელგიელ მატიას კასესთან, რომელმაც საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა. ცკაევმა კი გზა გააგრძელა და ოქროს მედლისთვის ბრძოლამდე მივიდა.


ამრიგად, ფინალში მეზობელი ქვეყნების, საქართველოსა და აზერბაიჯანის, წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.


ცკაევი საკუთარ გულშემატკივართა წინაშე კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებას ცდილობდა, 2025 წელს მას ბრინჯაო ჰქონდა აღებული, გრიგალაშვილი კი მე-4 მსოფლიო ოქროს უმიზნებდა.


შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესაფერისი ბრძოლა ვიხილეთ. ორივე ძიუდოისტმა ყველაფერი გაიღო და თითქმის 10 წუთის განმავლობაში უმძიმესი ბრძოლა გამართა.


დაპირისპირება უკიდურესად დაძაბული იყო, შეტევებს კონტრშეტევები მოჰყვებოდა, ორივე სპორტსმენი გაფრთხილებებს იღებდა და დროის გასვლასთან ერთად დაძაბულობა სულ უფრო იზრდებოდა.


როდესაც შეხვედრა ათწუთიან ნიშნულს მიუახლოვდა, გრიგალაშვილმა საბოლოოდ თავისი შანსი იპოვა. ქართველმა ცკაევის შეტევა კონტრშეტევით უპასუხა და ვაზარი დაიმსახურა, თუმცა ზეიმი რამდენიმე წამით გადაიდო, რადგან ეპიზოდის გადამოწმება გახდა საჭირო.


მსაჯების გადაწყვეტილება ძალაში დარჩა - ტატო გრიგალაშვილი კარიერაში მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.


მამაკაცები, -81 კგ


ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)
ვერცხლი - ზელიმ ცკაევი (აზერბაიჯანი)
ბრინჯაო - ომარ რაჯაბლი (აზერბაიჯანი), მიხაილო სიმინი (სერბეთი)


რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში?

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ძიუდო
ტატო გრიგალაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი! - შემდეგს ვის დაუპირისპირდება ტატო მეოთხე მედლისკენ გზაზე?

•ქართული

ქართული

გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი! - შემდეგს ვის დაუპირისპირდება ტატო მეოთხე მედლისკენ გზაზე?
•ქართული

ქართული

გრიგალაშვილი ფინალშია! მერამდენე მედალი გაინაღდა ტატომ?

•ქართული

ქართული

გრიგალაშვილი ფინალშია! მერამდენე მედალი გაინაღდა ტატომ?
•ქართული

ქართული

არის პირველი ოქროოო! ტატო გრიგალაშვილი 4-გზის მსოფლიო ჩემპიონია!

•ქართული

ქართული

არის პირველი ოქროოო! ტატო გრიგალაშვილი 4-გზის მსოფლიო ჩემპიონია!
•ქართული

ქართული

რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში?

•ქართული

ქართული

რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში?
•ქართული

ქართული

News image

13 სთ წინ

გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი! - შემდეგს ვის დაუპირისპირდება ტატო მეოთხე მედლისკენ გზაზე?

News image

11 სთ წინ

გრიგალაშვილი ფინალშია! მერამდენე მედალი გაინაღდა ტატომ?

News image

7 სთ წინ

არის პირველი ოქროოო! ტატო გრიგალაშვილი 4-გზის მსოფლიო ჩემპიონია!

News image

2 სთ წინ

რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება