მიმდინარე სეზონის ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, გიორგი არაბიძემ ტორპედო ქუთაისი მოულოდნელად დატოვა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გამოცდილმა შემტევმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რისი მიზეზიც მთავარ მწვრთნელ დირკ შუსტერთან კონფლიქტია. ამის შესახებ La Gazzetta Georgia წერს.
არაბიძე მიმდინარე ეროვნული ლიგის საუკეთესო ასისტენტია, 13 საგოლე პასით. ჯამში ჩატარებულ 28 შეხვედრაში კი 21 საგოლე მოქმედება აქვს - 8 გოლი, 13 ასისტი.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის მწვრთნელთან უთანხმოება აქვს ქუთაისური კლუბის რამდენიმე ლეგიონერსაც და, შესაძლოა, კლუბი მათაც დატოვონ.
ტორპედო ბოლო წლებში ერთ-ერთ უსუსტეს სეზონს ატარებს და საქართველოს 10-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. კლუბმა ასპარეზობა თასის გათამაშებაზეც დაასრულა.
BREAKING: ქუთაისის ტორპედოს ლიდერმა გუნდი დატოვა