დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე დინამო თბილისის სამი ლეგენდარული კაპიტნის ვარსკვლავი გაიხსნება.
ამ ფორმით საგანგებო პატივს მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძესა და ალექსანდრე ჩივაძეს მიაგებენ. ხურცილავა გუნდს 1971-75 წლებში კაპიტნობდა, მაჩაიძე - 1976-80, ხოლო ჩივაძე - 1980-87.
უეფა-ს მედიაოფიცერ მამუკა კვარაცხელიას განცხადებით, კაპიტნების ვარსკვლავი 31 ოქტომბერს, 17:00 საათიდან გაიხსნება, 19:00 საათიდან კი დინამო თბილისისა და იბერია 1999-ის უმნიშვნელოვანესი მატჩია.
დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ცხრილში მე-3 ადგილზეა (54 ქულა), იბერია მე-2 პოზიციაზეა (55 ქულა), ხოლო ლიდერი 56-ქულიანი დინამო ბათუმია, რომელიც ამ ტურში ბოლოადგილოსან ტყიბულის მეშახტეს მასპინძლობს.