საქართველოს კრივის 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით დაასრულა.
თურქეთში გამართულ ტურნირზე ჩემპიონი გახდა ელენე დვალი (63 კგ.), რომელმაც ხუთივე შეხვედრა დამაჯერებელი სხვაობით მოიგო, ფინალში კი რუს მეტოქეს აჯობა.
ევროპის ვიცე-ჩემპიონები ნინი ჭითანავა (44 კგ.), ნიკოლოზ ხოფერია (42 კგ.) და ზაქარია წიკლაური (66 კგ.) გახდნენ, ხოლო ალექსი სულხანიშვილმა (40 კგ.) და ნიკა ჯანჯღავამ (80 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.