გალათასარაის მთავარმა მწვრთნელმა, ოკან ბურუქმა, ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ მსაჯის მისამართით კრიტიკა არ დაიშურა.
მატჩს პაველ რაჩკოვსკის ბრიგადა უძღვებოდა, თუმცა თავდაპირველად შეხვედრაზე შიმონ მარჩინიაკი იყო დანიშნული, რომელიც ბოლო მომენტში დაზიანების გამო შეცვალეს. ბურუქი მიიჩნევს, რომ არბიტრმა თამაშზე გავლენა მოახდინა.
საშინელი ინციდენტი ენფილდზე: გალათასარაის შემტევმა ბანერთან შეჯახებისას თითი დაკარგა
მთელი მატჩის განმავლობაში იბრაჰიმა კონატე ვიქტორ ოსიმენის წინააღმდეგ დაუსჯელად ჯარიმდებოდა. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მსაჯს ველოდით, მაგრამ ყველაზე ცუდი მივიღეთ. თუმცა, მეტოქე ჩვენზე ბევრად უკეთ თამაშობდა. თავდაჯერება დავკარგეთ. ჩვენი გულშემატკივრები ბევრად უფრო თამამ გალათასარაის ელოდნენ, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გვსურდა.